ოფიციალური პეკინი მხარს უჭერს BRICS ჯგუფის გაფართოების პროცესის დაწყებას, რომელის წევრებიც არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. ინფორმაციას Anadoly ავრცელებს.
ჩინეთის ხელისუფლების განცხადება გასაჯაროვდა BRICS ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინ შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ამჟამად ჩინეთი ხელმძღვანელობს. მოხსენების თანახმად, პეკინის წინადადებას ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნებიც ემხრობიან. ამავდროულად, განცხადებაში ჯერ არ არის ინფორმაცია, რომელიმე კონკრეტული ქვეყნის შესახებ, რომელიც შესაძლოა გახდეს BRICS-ის წევრი. თუმცა, ხაზგასმულია იმ პრინციპების, სტანდარტებისა და პროცედურების განსაზღვრის აუცილებლობა, რომლებიც დაკავშირებული იქნება ამ ინიციატივასთან.
BRICS ჯგუფი 2009 წელს ჩამოყალიბდა, რომლის წევრებიც გახდნენ ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი. 2010 წელს ორგანიზაციას შეუერთდა სამხრეთ აფრიკა და მას შემდეგ ჯგუფი აღარ შევსებულა.
2022 წლის დასაწყისში არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა გამოაცხადა BRICS ჯგუფში გაწევრიანების სურვილი. იმავდროულად, ინდონეზია განიხილება, როგორც შესაძლო კანდიდატი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.