ავსტრალიაში ფედერალური არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით ქვეყნის 47-ე მთავრობა ჩამოყალიბდება.
მიუხედავად იმისა, რომ ხმების დათვლა გრძელდება, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა დამარცხება უკვე აღიარა.
პრემიერ-მინისტრმა, ავსტრალიის ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, ენტონი ალბანეზს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ”ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის წინსვლა,” - თქვა მორისონმა. ახალი მთავრობა ქვეყანას სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.