ფინეთის პრეზიდენტი: რეჯეფ თაიფ ერდოღანთან პირდაპირი საუბარი მქონდაფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოს განცხადებით, თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ღია და პირდაპირი საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

„პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ღია და პირდაპირი სატელეფონო საუბარი მქონდა. განვაცხადე, რომ როგორც NATO-ს მოკავშირეები, ფინეთი და თურქეთი ერთგულები იქნებიან ერთმანეთის უსაფრთხოების მიმართ და ამით ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდება,“- წერს საული ნიინისტო „ტვიტერზე“.


ასევე წაიკითხეთ:

ბორის ჯონსონმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა