ბელორუსში, გროდნოში ვასილ ჩაპაევის [პირველი მსოფლიო ომისა და სამოქალაქო ომის მონაწილე, წითელი არმიის განყოფილების უფროსი]ძეგლი აღადგინეს, რომელიც 3 წლის წინ დემონტაჟს დაექვემდებარა. ამ ქმედებისთვის ადგილობრივ ჩინოსნებს მოსახლეობისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინაშე, ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწიათ. ახლა კი ძეგლი გორდნოში ისევ დააბრუნეს.
დეტალები: მედიის ცნობით, ჩაპაევის ბიუსტი დააბრუნეს და მისი მონტაჟი შორსის ქუჩაზე, ომონის სამხედრო ნაწილთან განხორციელდა. მანამდე ჩაპაევის ძეგლი გროდნოში, ვასილკის ქუჩაზე იდგა და ამ ადგილიდან 2019 წელს გაუჩინარდა. მაშინ საქალაქო სამსახურში განაცხადეს, რომ ძეგლს აღადგენდნენ და გორდნენსკის ოლქის 75 წლისთავისთვის ისევ დაამონტაჟებდნენ.