ჯონათან პოლარდი, რომელმაც ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის აშშ-ის ციხეში 30 წელი გაატარა, ისრაელში ჩავიდა

ჯონათან პოლარდი, რომელმაც ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის აშშ-ის ციხეში 30 წელი გაატარა, ისრაელში ჩავიდა.

„ჩვენ აღტაცებულები ვართ, რომ 35 წლის შემდეგ ბოლოს სახლში ვიქნებით”, - განაცხადა პოლარდმა, როდესაც ისრაელის საერთაშორისო აეროპორტში მას და მის მეუღლეს პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დახვდა.

პოლარდმა, აშშ-ის საზღვაო ძალების სამოქალაქო დაზვერვის ანალიტიკოსმა,1980-იან წლებში პენტაგონში მუშაობისას, ისრაელს მიჰყიდა სამხედრო საიდუმლოებები. ის დააკავეს 1985 წელს, როდესაც ვაშინგტონში ისრაელის საელჩოში თავშესაფრის მოპოვებას წარუმატებლად შეეცადა. მან დანაშაული აღიარა. ჯაშუშობის საქმემ წლების განმავლობაში შეარყია მისი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები.

პოლარდს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, აშშ-ის თავდაცვისა და დაზვერვის წარმომადგენლები მუდმივად ეწინააღმდეგებოდნენ მის გათავისუფლებას. მაგრამ ფედერალურ ციხეში 30 წლის გატარების შემდეგ, ის 2015 წლის ნოემბერში ხუთწლიანი პირობითი ვადამდელი შეთანხმებით გაათავისუფლეს, რომელიც წელს დასრულდა.

ჯონათან პოლარდი ისრაელში 30 დეკემბერს ჩაფრინდა. ისრაელის ლიდერმა, ყოფილ ჯაშუშს და მის მეუღლეს, ჩაფრენისთავე გადასცა ისრაელის პასპორტი და მოქალაქეობის მიღება მიულოცა.