Balenciaga-ს ფეხსაცმელი, დახეულისა და ჭუჭყიანის ეფექტით €1 500-მდე გაძვირდა

Balenciaga-ს სახლს, დემნა გვასალიას ხელმძღვანელობით, 24 საათზე ნაკლები დასჭირდა, რომ მისი უახლესი სპორტული ფეხსაცმლის შესახებ ყველას ელაპარაკა.

ჰიბრიდული შარვლის წარმოდგენიდან რამდენიმე თვის შემდეგ, რომელშიც ჯინსი და სატვირთო შორტები იყო შერწყმული, მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა ძვირადღირებულმა ბრენდმა ნახმარისა და დახეულის ეფექტით ახალი სპორტული ფეხსაცმელი წარმოადგინა. რომლის ფასიც მალევე € 395-დან €1450 - მდე გაძვირდა.

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია გამოცემა Time-მმა 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას გვასალიას ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

ცნობისთვის, ყველაზე გავლენიანი ადამიანების ჩამონათვალში მოხვდნენ ზენდაიაზოი კრავიცი, სარა ჯესიკა პარკერი, ენდრიუ გარფილდი, ამანდა სეიფრიდი, პიტ დევიდსონი და სხვა ვარსკვლავები.