მსოფლიოს უდიდესმა ყავის მაღაზიათა ქსელმა Starbucks-მა გადაწყვიტა საბოლოოდ დატოვოს რუსული ბაზარი. ამის შესახებ კომპანიის პრეს-რელიზშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, Starbucks აღარ იქნება წარმოდგენილი რუსეთის ბაზარზე და დახურავს თავის 130 ლოკაციას ქვეყანაში. ამასთან, კომპანია განაგრძობს რუსი თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას ექვსი თვის განმავლობაში, ასევე დაეხმარება მათ დასაქმებაში.
უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, Starbucks-მა მარტის დასაწყისში გამოაცხადა, რომ აჩერებს საქმიანობას რუსეთში და ხურავს თავის ყავის მაღაზიებს. Starbucks-ის პირველი ყავის მაღაზია რუსეთში 2007 წელს გაიხსნა. Starbucks დაარსდა 1971 წელს სიეტლში. კომპანიის ქსელი მოიცავს 32000-ზე მეტ ყავის მაღაზიას მთელს მსოფლიოში. მანამდე, მაკდონალდსმა, სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა, გადაწყვიტა დაეტოვებინა რუსეთი. . კომპანია რუსულ ბაზარზე 32 წელია მუშაობს.