მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის სახლში ჩხრეკა მიმდიანარეობს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე კორუფციულ ბრალდებას ეხება.
„საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება მრავალი ბრალდებით. მათ შორისაა კორუფცია, სამშობლოს ღალატი, უკანონო გამდიდრება", - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ჩხრეკა ტარდება დოდონის საკუთრებაში არსებულ სხვა ლოკაციებზეც.
გავრცელებული ცნობებით, იგორ დოდონი მოლდოვა-რუსეთის ბიზნეს კავშირის ხელმძღვანელიც გახლდათ.