უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სამი თვე გავიდა. 24 თებერვლიდან ათასობით ადამიანი გახდა საომარი მოქმედებების მსხვერპლი, ათიათასობით დაშავდა, მილიონობით უკრაინელი კი დევნილად იქცა.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეგრეთ წოდებული დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო, ხოლო 24 თებერვალს დილით „სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა, დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში“. ასე დაიწყო ომი რუსეთსა და უკრაინას შორის.
რუსეთის ჯარები უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების სეპარატისტების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გავლით შევიდნენ. ამავდროულად, რუსეთის ტერიტორიიდან ჯარები შევიდნენ ხარკოვის, სუმის და ჩერნიგოვის რეგიონებში, ხოლო ბელორუსის ტერიტორიის გავლით უკრაინის ჩერნობილის რეგიონში. კიევის მახლობლად საჰაერო თავდასხმის ძალები დაეშვნენ და უკრაინის დედაქალაქის ბლოკირებისთვის სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.
ომის მეორე თვეს რუსეთის არმიამ დაიწყო ჯარების გაყვანა კიევიდან და ჩერნიგოვიდან. უკრაინის არმიამ ქვეყნის ამ ტერიტორიებზე სრული კონტროლი დაიბრუნა. უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, კიევში ცხოვრება შედარებით უსაფრთხო გახდა, თუმცა რუსი სამხედროები უკრაინის სტრატეგიულ რაიონებში შორი დისტანციის სიზუსტის იარაღს აქტიურად დღემდე იყენებენ.
შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების გადაწყვეტილების ფონზე გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება, რუსეთის არმიამ, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში, გააძლიერა დარტყმები საბრძოლო მანქანებისა და იარაღის საცავებზე.
მოსკოვმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნების მანქანები, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან, რუსული არმიის ლეგიტიმური სამიზნეა.
მარიუპოლი ნანგრევებად იქცა. უკრაინის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქის - ხარკოვის რაიონში კი საომარი მოქმედებები დღემდე არ წყდება. ხარკოვის რეგიონის დასახლებების ნაწილი ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის არმიის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა.
ხარკოვის მაცხოვრებლების წინააღმდეგობამ მოსკოვს უკრაინის ამ ნაწილზე კონტროლის უზრუნველყოფის საშუალება არ მისცა.
რუსეთის ჯარებმა ომის პირველ თვეს აზოვის ზღვის სანაპიროს დაკავება შეძლეს და მალე აიღეს საპორტო ქალაქი ბერდიანსკი. ერთთვიანი ალყის შემდეგ დაეცა მარიუპოლი - უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი აზოვის ზღვის სანაპიროზე.
მარიუპოლში რუსეთის არმიას ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა. ქალაქის ნაწილი, სადაც წლის დასაწყისში ასობით ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ნანგრევებადაა ქცეული.
მაისის შუა რიცხვებში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 2439 უკრაინელმა მებრძოლმა, რომლებიც იცავდნენ აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიას, იარაღი დაყარეს და ჩაბარდნენ.
უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ მებრძოლები ჩაბარდნენ დატყვევებულ რუს ჯარისკაცებთან შემდგომი გაცვლის პირობით.
კიდევ ერთი დიდი ქალაქი, რომელიც რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშ მოექცა, არის ხერსონი, ქვეყნის სამხრეთით.
ხერსონში რუსული რუბლი მიმოქცევაში შევიდა და რეგიონის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის გამოცხადება განიხილება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ერთ-ერთ განცხადებაში აღიარა ხერსონის რუსეთთან შეერთების შესაძლებლობა. "უკრაინელი ხალხი თავად განსაზღვრავს თავის ბედს", - განაცხადა რუსეთის დიპლომატიის ხელმძღვანელმა.
ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონების დაბომბვა, დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები და არის მსხვერპლი.
მოსკოვის განცხადებებმა დნესტრისპირეთის რეგიონში, მოლდოვას პრორუსული სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ვითარებასთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოიწვია უკრაინის ფარგლებს გარეთ საომარი მოქმედებების გავრცელებასთან დაკავშირებით.
საყურადღებოა ცენტრალური სამხედრო ოლქის (CVO) მეთაურის მოადგილის, გენერალ-მაიორ რუსტამ მინეკაევის გამოსვლა, რომელიც ამბობს, რომ „უკრაინის სამხრეთით კონტროლი კიდევ ერთი გამოსავალია დნესტრისპირეთში, სადაც ასევე არსებობს, რუსი მოსახლეობის ჩაგვრის შესაძლებლობა.
ამის შემდეგ, 25 აპრილს, ტირასპოლში „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობიდან ყუმბარმტყორცნიდან გაისროლეს. აფეთქებები ასევე მოხდა დნესტრისპირეთის რიგ სხვა პუნქტებშიც. ზოგიერთმა მშვიდობიანი მოქალაქემ მზარდი დაძაბულობის ფონზე დატოვა რეგიონი.
ომში დაღუპულთა რაოდენობის სტატისტიკა არ არსებობს. რუსეთის ხელისუფლებამ ბოლოს მარტის ბოლოს გამოაცხადა მონაცემები, რომლის მიხედვითაც უკრაინაში რუსული არმიის ზარალმა 1351 ადამიანი შეიწირა, დაშავდა 3825 ჯარისკაცი.
ამავდროულად, მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ზარალი იმ დროს შეადგენდა 23 367 ადამიანს.
შემდგომ, ამ საკითხზე ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
იმავდროულად, უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ მაისის ბოლოსთვის 29 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ ამ დრომდე მონაცემები არ არსებობს.
გაეროს მონაცემებით, უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონ ადამიანს გადააჭარბა.
უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხარეები ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. სამჯერ ბელორუსიაში და ერთი თურქეთში.
ბელორუსიაში მხარეებმა მხოლოდ ჰუმანიტარული დერეფნების შეთანხმება შეძლეს კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შუამავლობით 29 მარტს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად უკრაინულმა მხარემ რუსეთს მომავალი წერილობითი შეთანხმების პრინციპები გადასცა.
შეთანხმება ითვალისწინებდა უკრაინის უარს ნატოში გაწევრიანებაზე, ნეიტრალურ სტატუსს, ატომურ იარაღზე და მასობრივი განადგურების სხვა იარაღზე უარის თქმას, ქვეყანაში უცხოური ჯარებისა და ბაზების განთავსებაზე, სამხედრო წვრთნებს გარანტორი ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, თანხმობით.
შეთანხმებაში გათვალისწინებული იყო, რომ უსაფრთხოების გარანტიები არ იმოქმედებდა ყირიმსა და დონბასის ტერიტორიებზე, სანაცვლოდ, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ აპროტესტებდნენ.
მოგვიანებით, 17 მაისს, უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინაში ვითარება მკვეთრად შეიცვალა რუსეთის თავდასმის შენდე შემდეგ და კიევმა შეაჩერა მოლაპარაკებები რუსეთთან.