ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და თანამშრომლობისკენ ისწრაფვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ მას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან კომუნიკაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, განსაზღვრა მაისისა და ივნისის ევროპული საგარეო პოლიტიკის ამოცანები.


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა. 19 მაისი, 2026 წელი


„ანდრი სიბიჰამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციის შესახებ მაცნობა. ჩვენ ვისწრაფვით ურთიერთობების ნორმალიზებისა და თანამშრომლობისკენ, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების საფუძველზე და მზად ვართ, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადავდგათ,“ - წერს ზელენსკი X-ზე.