თურქმენეთმა თავის ტერიტორიაზე, უცხოური მანქანების ტრანზიტი დაუშვა

თურქმენეთმა 2022 წლის 1-ელი ივნისიდან თავის ტერიტორიაზე უცხოური მანქანების ტრანზიტი დაუშვა, იუწყება Trend „თურქმენავტოტრანსპორტის“ სააგენტოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ცნობილია, რომ უცხოურ მანქანებს მძღოლებთან ერთად საზღვრის გადაკვეთა სარახს-ფარაპ-სარახის მარშრუტზე მთელი რიგი აუცილებელი მოთხოვნების დაცვით ეძლევათ.

ამრიგად, ირანიდან ტვირთგადამზიდავები მივლენ უზბეკეთის საზღვართან და შეძლებენ თურქმენეთის სახმელეთო ტერიტორიის გავლით დაბრუნებას. მანამდე ირანულ სატვირთოებს შეეძლოთ თურქმენეთის ტერიტორიაზე შესვლა ინჩე-ბურუნის სასაზღვრო პუნქტის გავლით, საიდანაც საქონელი გადაიტვირთებოდა თურქმენულ სატვირთო მანქანებზე დანიშნულების ადგილამდე გადასაყვანად.

ნებართვა გაიცემა „თურქმენეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების ეფექტური გამოყენებისა და საერთაშორისო მიმოსვლის მოცულობის გაზრდის მიზნით“.