მევლუთ ჩავუშოღლუ პალესტინის შემდეგ ისრაელში ჩავა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს ვიზიტი ისრაელში მნიშვნელოვანია ანკარასა და თელ-ავივის დაახლოების თვალსაზრისით. ამის შესახებ „ანადოლუს“ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლიორ ჰაიატმა განუცხადა.

ჩავუშოღლუს ვიზიტი მართლაც მნიშვნელოვანია, როგორც ორი ქვეყნის დაახლოების პროცესის ნაწილი“, - განაცხადა ჰაიატმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ სამშაბათს ჩავიდა რამალაში პალესტინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სადაც შეხვდა თავის პალესტინელ კოლეგას რიად ალ-მალიკის.

ოთხშაბათს, 25 მაისს დაგეგმილია მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან იაირ ლაპიდთან ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში.