თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს ვიზიტი ისრაელში მნიშვნელოვანია ანკარასა და თელ-ავივის დაახლოების თვალსაზრისით. ამის შესახებ „ანადოლუს“ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლიორ ჰაიატმა განუცხადა.
„ჩავუშოღლუს ვიზიტი მართლაც მნიშვნელოვანია, როგორც ორი ქვეყნის დაახლოების პროცესის ნაწილი“, - განაცხადა ჰაიატმა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ სამშაბათს ჩავიდა რამალაში პალესტინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სადაც შეხვდა თავის პალესტინელ კოლეგას რიად ალ-მალიკის.
ოთხშაბათს, 25 მაისს დაგეგმილია მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან იაირ ლაპიდთან ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში.