24 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.99 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8668 ლარი გახდა.
სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართები გაუფასურდა 0.29 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0706 ლარი გახდა.
2.83-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.5889 ლარი შეადგინა.რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გამყარებამ 0.41 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 17.79 თეთრი გახდა.
დღეს ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის შესაძენად, 2022 წლის პირველი სავალუტო აუქციონი ჩაატარა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სებ-მა $10 მილიონი დოლარი საშუალოდ 2.8689 ლარის კურსში იყიდა.
"2022 წლის 24 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8689 შეადგინა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ეროვნული ვალუტა, რომელიც ბოლო 2 კვირაში აშშ დოლართან მიმართებით 15 თეთრზე მეტად გამყარდა.