ტედროს გებრეისუსი ჯანმოს ხელმძღვანელად მეორე ვადით აირჩიეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორის პოსტს კვლავ ტედროს გებრეისუსი დაიკავებს, რომელიც მეორე ვადით აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის პროცედურა ჯანდაცვის მსოფლიო 75-ე ასამბლეაზე გაიმართა. გებრეისუსის ხელახალი არჩევის წინადადება აღმასკომმა გააკეთა. ჯანმოს ხელმძღვანელმა ფიცი უკვე დადო.მისი უფლებამოსილების ვადა ხუთი წელია.

გებრეისუსი ჯანმოს 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი პირველი ვადის განმავლობაში მსოფლიო კოროვირუსული პანდემიის წინაშე აღმოჩნდა.