პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ გერმანია ტანკების გაცვლის საკითხზე პირობის დარღვევაში დაადანაშაულა. დუდამ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, WELT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დუდამ WELT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოლაფ შოლცის მთავრობა პოლონეთს Leopard-ის ტიპის ტანკებს დაჰპირდა, რათა პოლონეთის შეიარაღებული ძალებისთვის დანაკლისი შეევსო. მანამდე, თავის მხრივ, პოლონეთმა უკრაინას T-72 ტანკები გადასცა.
„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ამით. არ შეასრულეთ თქვენი დაპირება. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ დიდი რაოდენობით ტანკები, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი, როგორც მეზობლის პასუხისმგებლობა. თუ გერმანია დაგვიჭერდა მხარს, ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით", - განაცხადა ანდჯეი დუდამ.
სამშაბათს, ბერლინში პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა განაცხადა, რომ ეს საკითხი განიხილებოდა „გაუგებრობების“ გადასაჭრელად.
მისი თქმით, გერმანიას არ შეეძლო მძიმე იარაღის მიწოდება „ღილაკზე ერთი დაჭერით", რადგან ბევრი საკითხი იყო გასათვალისწინებელი, განსაკუთრებით ის, თუ რა იარაღია რეალურად ხელმისაწვდომი.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ აღნიშნა, რომ სინანულს გამოთქვამს, რომ უკრაინაში იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით სიტუაცია არ არის ისეთი დინამიკური, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ მინისტრმა აღიარა, რომ „ეშმაკი დეტალებშია“.
ცნობისთვის, პოლონეთმა უკრაინას საბჭოთა დიზაინის T-72 ტანკები გადასცა იმ მოლოდინით, რომ NATO, აშშ და გერმანია ამ დანაკლისს შეავსებდნენ. გერმანია დათანხმდა რამდენიმე მსგავს გაცვლას მოკავშირე ქვეყნებთან, როგორიცაა სლოვენია და ჩეხეთი, რომლებიც თავის მხრივ, უკრაინაში აგზავნიან საბჭოთა პერიოდის ძველ ტანკებს.