იაპონიასა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმება იაპონელ ინვესტორებს საქართველოში კაპიტალდაბანდებაზე აფიქრებინებს - ირაკლი ღარიბაშვილი

„ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ იაპონიასა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმება დადებით ეფექტს იქონიებს და იაპონელ ინვესტორებს საქართველოში კაპიტალდაბანდებაზე აფიქრებინებს“, ამით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარე იასუში კინოშიტასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.

„იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარე იასუში კინოშიტას შევხვდი. განვიხილეთ ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ იაპონიასა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმება დადებით ეფექტს იქონიებს და იაპონელ ინვესტორებს აფიქრებინებს საქართველოში კაპიტალდაბანდებაზე”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.