აშშ-ის დაზვერვა რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადაზე საუბრობს

რუსეთი ბლოკავს მარცვლეულის ექსპორტს და საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო კრიზისს. უკრაინა  მსოფლიოში ხორბლის ექსპორტის დაახლოებით 10%-ს უზრუნველყოფს, რომელთა დიდი უმრავლესობა ქვეყანას შავი ზღვის პორტებიდან ტოვებს.

WFP-ი (მსოფლიო სასურსათო პროგრამა  უდიდესი ჰუმანიტარული ორგანიზაცია) აცხადებს, რომ უკრაინის ომმა გამოიწვია ფასების ზრდა, ეს საფრთხეს უქმნის რეგიონს, რადგან რამდენიმე ქვეყანა დიდად არის დამოკიდებული მარცვლეულის იმპორტზე. ამასთან, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები, რომლებიც საკვების მნიშვნელოვანი რაოდენობის იმპორტს ახდენენ, განსაკუთრებით დაზარალდებიან საზღვაო ტვირთებზე ხარჯების გაზრდის გამო.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, ხელახლა გახსნას უკრაინის პორტები ექსპორტისთვის, რათა არ დაუშვას ბავშვების შიმშილი მთელ მსოფლიოში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ომამდე უკრაინა მსოფლიოში სიმინდის სიდიდით მეოთხე და ხორბლის მეხუთე ექსპორტიორი იყო. ხორბლით გლობალური ვაჭრობის თითქმის 30% მხოლოდ რუსეთსა და უკრაინაზე მოდის.

გასულ კვირას CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ და მოკავშირეები დისკუსიებს აწარმოებენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიმუშაონ უკრაინიდან მარცვლეულის ტრანსპორტირების მარშრუტები გლობალური საკვების მიწოდების შეშფოთების ფონზე. 

უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას.