ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპული კომისია, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადებზე პოზიციას მალე დააფიქსირებს.
- ილია დარჩიაშვილი: იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც თვითშეფასების კითხვარშია, სათანადოდ დაფასდება პარტნიორების მხრიდან
- ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა
- რა წერია ევროკავშირის კითხვარში
„ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით მომენტს, როდესაც ევროპული კომისია წარადგენს თავის პოზიციას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადებზე. ვვარაუდობ, ეს მომდევნო 2-3 კვირაში მოხდება“, - თქვა ჰარცელმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა.