ერდოღანმა და მაკრონმა ფინეთისა და შვედეთის NATO გაწევრიანების საკითხზე ისაუბრეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფინეთისა და შვედეთის განაცხადები NATO გაწევრიანების შესახებ, სატელეფონო საუბრისას განიხილეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზდენტის ოფისის ცნობით, მაკრონმა ხაზი გაუსვა ფინეთისა და შვედეთის სუვერენული არჩევანის პატივისცემის მნიშვნელობას, რომელიც მისი თქმით, დემოკრატიული პროცესის შედეგია. მაკრონის შეფასებით, უსაფრთხოების გარემოს ევოლუციაზე ფინეთმა და შვედეთმა რეაქცია მოახდინეს. 

თურქეთის პრეზიდენტმა უთხრა მაკრონს, რომ „შვედეთისა და ფინეთის კონტაქტები პირებთან და ე.წ. ორგანიზაციებთან, რომლებიც აკონტროლებენ ტერორისტულ ორგანიზაციას PKK/YPG არ იქნება თავსებადი ალიანსის სულისკვეთებასთან, ნათქვამია თავის მხრივ, თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში.

ორი ლიდერი ასევე შეეხო სასურსათო უსაფრთხოების კრიზისს და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გადაუდებელ აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, იტყობინება საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი და აღნიშნავს, რომ მხარეებმა ტრანსპორტირების სხვადასხვა შესაძლო გზა განიხილეს და შეთანხმდნენ, დარჩნენ კონტაქტზე, რათა სწრაფად იპოვონ გამოსავალი.

უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას.

რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია.