დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები შავ ზღვაში რუსეთის ბლოკადის მოსახსნელად და მარცვლეულის ექსპორტისთვის სამხედრო ხომალდების გაგზავნას გეგმავენ. რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკირება გლობალურ სასურსათო კრიზისის შიშს აძლიერებს. ერთ-ერთი გამოწვევაა შიმშილის რისკის შეკავება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ეგვიპტე ან ლიბანი, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულნი მარცვლეულის ექსპორტზე.
ცნობილია, რომ დანია უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს მიაწვდის.
დანიის მიერ მიწოდებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, უკრაინას სავარაუდოდ, შავი ზღვის სანაპიროს კონტროლში დაეხმარება. უკრაინა ზღვიდან იერიშების მოგერიებას შეძლებს. უკრაინა ამ დრომდე ელოდა უფრო მოწინავე იარაღს, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები და უფრო დიდ მანძილზე მოქმედი რაკეტები, მაგრამ ჯერჯერობით დახმარების უმეტესი ნაწილი მცირე დისტანციის სისტემებს მოიცავდა, მათ შორის Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და არტილერია.
- პენტაგონი: 20-მდე ქვეყანა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებისთვის მზადაა
- აშშ უკრაინისთვის მოწინავე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებას განიხილავს - Reuters
Harpoons (საზენიტო რაკეტები) Boeing Co.-ის (BA.N) მიერ არის დამზადებული და შესაძლებელია, რუსეთის საზღვაო ძალები უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან უკუაგდოს, რაც საშუალებას მისცემს კიევს, მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტი განაახლოს.
გავრცელებული ცნობებით, უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას იტალია, დანია, საბერძნეთი, ნორვეგია და პოლონეთიც მიაწვდიან.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ „განსაკუთრებით მადლიერია დანიის, რომელმაც 23 მაისს განაცხადა, რომ საზენიტო რაკეტების გადაცემით უკრაინას თავისი სანაპიროების დაცვაში დაეხმარება.