თბილისში 18 ათასამდე ტაქსის მძღოლს კორონავირუსზე უფასო ტესტირება ჩაუტარდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს კორონავირუსზე ტესტირება უფასოდ ჩაუტარდებათ. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, დაახლოებით 18 ათასი ტაქსის მძღოლი სმს-ის სახით მიიღებს შეტყობინებას, თუ სად შეეძლებათ PCR ტესტების ჩატარება.

„რადგან ტაქსის მძღოლები რისკ ჯგფებად განისაზღვრა, მათ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილთან უწევთ ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ისინი დაექვემდებარებიან სწრაფი ანტიგენით ტესტირებას. დაახლოებით 18 ათასი ტაქსის მძღოლი სმს-ის სახით მიიღებს შეტყობინებას, თუ სად შეეძლებათ PCR ტესტების ჩატარება, რა თქმა უნდა, მათთვის ტესტირება უფასო იქნება, ყოველგვარი გადასახადების გარეშე. მნიშვნელოვანია ყველანაირად დაზღვეული ვიყოთ, თვითონაც დაზღვეულები იყვნენ ტაქსის მძღოლები და ის კონკრეტული ადამიანები, ვინც ტაქსის სერვისით სარგებლობენ“,-განაცხადა კალაძემ.

ბოლო,24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 738 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 494 კოვიდინფიცირებული.