სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა ექიმებმა და მძღოლებმა, პროფკავშირებთან ერთად აქცია გამართეს. ექიმები ხელფასის 100%-ით მატებას ითხოვენ.
მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის, ირაკლი ამირანაშვილის თქმით, ეს გამაფრთხილებელი აქციაა.
„დღეს, ჩვენ სასწრაფოს ადმინისტრაციასთან შევიკრიბეთ. სასწრაფოში დასაქმებულები ხელფასის 100%-ით ზრდას ითხოვენ. ჩვენ წინა კვირას მინისტრის ორ მოადგილესა და დამსაქმებელთან შეხვედრა გვქონდა. ისინი შეგვპირდნენ, რომ ერთი კვირის განმავლობაში ახალ მოდელს შეიმუშავებდნენ და დატვირთვიდან გამომდინარე დაითვლებოდა. შესაბამისად, მათი ხელფასი გაიზრდებოდა, თუმცა ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს, ჩვენ ეს დაპირება ვერ მივიღეთ“, -განაცხადა ამირანაშვილმა.