ბორის ჯონსონმა Brexit-ის შეთანხმებას ხელი მოაწერა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა Brexit-ის შემდეგ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.

მანამდე შეთანხმებას მხარი ბრიტანელმა დეპუტატებმა დაუჭირეს. შეთანხმებას მხარი 521-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 73 დეპუტატი კი წინააღმდეგ წავიდა.

„ამ შეთანხმების ხელმოწერით ბრიტანელი ხალხის სუვერენულ სურვილს ვასრულებთ, იცხოვრონ თავიანთი კანონებით, რომელსაც მათ მიერ არჩეული პარლამენტი მიიღებს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა Brexit-ის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.