თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს

თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

თვითმხილველების ცნობით, დაახლოებით ხუთის ნახევარზე თხუთმეტამდე გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ინფორმაციით, დაინახეს ორი პირი, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გაიქცნენ.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

შსს-ს ცნობით, გამოძიება ორი მუხლით (236-ე და 118-ე) (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მიმდინარეობს.