უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა, მოსკოვის საპატრიარქოსგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შესაბამისი დადგენილება უკრაინის ეკლესიის სინოდმა დღეს მიიღო.
დოკუმენტი გმობს ომს უკრაინაში და გამოხატავს უთანხმოებას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის პოზიციასთან უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით.
სინოდმა ასევე მოუწოდა კიევსა და მოსკოვს, გააგრძელონ მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესი და „მოძებნონ ძლიერი და გონივრული სიტყვა, რომელიც შეაჩერებს სისხლისღვრას“. სინოდმა დაისახა მიზნად, სულიერი მზრუნველობის გარეშე არ დატოვოს ლტოლვილები, რომლებმაც უკრაინა დატოვეს ბოლო სამი თვის განმავლობაში.
გარდა ამისა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა, უკრაინის სქიზმატური მართლმადიდებლური ეკლესიას შესთავაზა დიალოგის განახლება.