თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ჩავა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 28 მაისს ერთდღიანი ვიზიტით, აზერბაიჯანს ეწვევა.

ვიზიტი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიწვევის საფუძველზე იმართება. 28 მაისს აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

თურქეთის პრეზიდენტი, ბაქოში ავიაციის, კოსმონავტიკისა და ტექნოლოგიის ფესტივალს დაესწრება. ფესტივალი თურქეთის ფარგლებს გარეთ პირველად იმართება.