ტრამპის ინიციატივას, უმუშევრად დარჩენილი ამერიკელებისთვის 2 000$-ის გამოყოფაზე, სენატმა მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნიობილია, „დემოკრატებთან“ ერთად ტრამპის ინიციატივას მხარი რამდენიმე „რესპუბლიკელმაც“ არ დაუჭირა. მათი მტკიცებით, სამსახურის გარეშე დარჩენილი ამერიკელებლისთვის ყოველთვიურად 600 დოლარი გამოიყოფა, დახმარების 2 000 დოლარამდე გაზრდა კი ქვეყნის ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვება.
რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, განხორციელების შემთხვევაში, ტრამპის გეგმა საშინელ შედეგებს მოიტანდა.
BBC-ის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სამსახურის გარეშე 14 მილიონზე მეტი ამერიკელი დარჩა.