უკრაინულ გამნაღმველ ძაღლს კანის კინოფესტივალის პრემია მიენიჭა

მაშველ ძაღლ პატრონს, რომელიც უკრაინაში განაღმვით სამუშაოებში მონაწილეობს, კანის კინოფესტივალზე Palm Dog Award-ი („პალმის ძაღლის პრემია“) გადაეცა. ამ პრემიას აკუთვნებენ კინოკონკურსში მონაწილე ფილმში გადაღებულ ძაღლებს.

„დღეს კანში მაშველ ძაღლ პატრონს გადაეცა Palm Dog Award-ი - ეს არის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული კინოპრემია, რომელიც ოთხფეხებს ენიჭებათ. პატრონი მსოფლიო ახალი ამბების ვარსკვლავი ბოლო ორი თვის განმავლობაში გახდა. ჟიურიმ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ჩვენი კუდიანი პიროტექნიკოსი ამ ჯილდოს იმსახურებს", - ნათქვამია კანის ფესტივალიდან მიღებულ შეტყობინებაში.

პატრონმა მისი ვარსკვლავის სტატუსის შესახებ დისტანციურად შეიტყო, მაგრამ გამარჯვების შემდეგ, სავარაუდოდ, კანს ესტუმრება.

8 მაისს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პატრონი, სამაშველო ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა. ძაღლი, ამ დრომდე აქტიურად მუშაობს ჩერნიგოვის გამნაღმველებთან.