ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ეროვნულმა კრებამ სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ კანონი მიიღო.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მსჯავრდადებული სიკვდილით ბოლოს 1981 წელს დასაჯეს. კანონი ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა.
- აფრიკის ქვეყნებში - გვინეაში სიკვდილით დასჯა 2016 წელს, ჩადში 2020 წელს და სიერა-ლეონეში 2021 წელს გაუქმდა.