თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ შავი ზღვის შელფზე ბუნებრივი გაზის საბადოზე სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.
ოქტაის თქმით, ბურღვითი სამუშაოების მიმდინარეობისას საკარიას გაზის საბადოზე აღმოჩენილი მარაგი 405 მილიარდი კუბური მეტრია, ხოლო ამასრას საბადოზე მარაგმა 135 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.
„მინდა თურქეთის ყველა მოქალაქეს ვუთხრა სასიხარულო ამბავი, რომ ისინი 2023 წლის პირველ კვარტალში შავ ზღვაში მოპოვებულ გაზს მოიხმარენ“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის 7 ჭაბურღილზე სამუშაოები დასრულებულია და 4 ჭაბურღილი ბურღვის ეტაპზეა.
„შავ ზღვაში საბურღი დანადგარები მუშაობს. მინდა გაცნობოთ, რომ თურქეთის ახალი მე-7 თაობის საბურღი ხომალდი უკვე ჩავიდა ხმელთაშუა ზღვაში“, - დასძინა ფუატ ოქტაიმ.