თურქეთი და აზერბაიჯანი „შუშoს დეკლარაციის“ საფუძველზე, სტრატეგიულ ალიანსს იზიარებენ. თურქეთი, აზერბაიჯანის ძალისხმევას, სომხეთთან ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მიზნით, მტკიცედ უჭერს მხარს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, ორმა ქვეყანამ ორმხრივი კავშირები იმ დონემდე მიიყვანა, რომ ის სამაგალითოა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი მიზნად ისახავს გრძელვადიანი მშვიდობის, ნდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას და ასევე რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებას.
„ჩვენ ვინარჩუნებთ მჭიდრო სოლიდარობას, კონტაქტს და კოორდინაციას აზერბაიჯანთან ამ მიზნების განსახორციელებლად“, - განაცხადა ერდოღანმა.
„შუშoს დეკლარაციას“ 2020 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი. ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და ახალი სატრანსპორტო მარშრუტების შექმნაზე ამახვილებს ყურადღებას. ადასტურებს ორი არმიის ერთობლივ ძალისხმევას საგარეო საფრთხეების წინაშე და მათი შეიარაღებული ძალების რესტრუქტურიზაციასა და მოდერნიზაციაზე.