პანდემიიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, იაპონია ტურისტებისთვის იხსნება. 10 ივნისიდან ტურისტულ ჯგუფებს ქვეყანაში შესვლა შეეძლებათ. თუმცა, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თითქმის 100 ქვეყანა და რეგიონი სამ რისკ კატეგორიად (წითელი, ყვითელი და ლურჯი) დაიყოფა, რაც განსაზღვრავს, შეეძლებათ თუ არა ვიზიტორებს საკარანტინო ზომების გვერდის ავლა.
BBC-ს ცნობით, ჩაკეტვამ ტურიზმის ინდუსტრიას მძიმე დარტყმა მიაყენა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 2020 წლის 10 მარტს გამოაცხადა. ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყნების მიერ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, პანდემიის დასასრული ახლოს ჯერ არ არის.