უკრაინულმა Kalush Orchestra-მ ევროვიზიაზე მიღებული ჯილდო 900 000 დოლარად გაყიდა

ევროვიზიის კონკურსში გამარჯვებულმა უკრაინულმა ფოლკ-რეპ ჯგუფმა Kalush Orchestra კონკურსში მიღებული ჯილდო 900 000 დოლარად საქველმოქმედო აუქციონზე გაყიდა. ამ თანხად ჯგუფი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამი დრონის შესაძენად გამოიყენებს.

„მეგობრებო, საოცარი ხალხი ხართ. ჩვენ მადლობელი ვართ თითოეული თქვენგანის, ვინც შემოწირა ფული ამ აუქციონზე და განსაკუთრებით Whitebit გუნდის, რომელმაც პრიზი 900,000 დოლარად იყიდა. გამოიწერეთ ისინი, ამას ნამდვილად იმსახურებენ. დიდება უკრაინას, დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - ნათქვამია ჯგუფის მიერ გავრცელებულ ტექსტში.