ბრაზილიაში მასშტაბურ წყალდიდობას სულ მცირე 56 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
პერნამბუკოს შტატის სამოქალაქო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, 4 000-მდე ადამიანს კი სახლები დაენგრა. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება მაღალი რისკის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს, თავშესაფარი სხვაგან ეძებონ.
შემთხვევის ადგილებზე ამ მეხანძრეები და მოხალისეები მუშაობენ.