იან კელი: საქართველოში მენატრება თქვენი კულტურით სიამაყისა და მტკიცე დამოუკიდებლობის შესანიშნავი შეგრძნება

საქართველოს მოქმედ ელჩს საახალწლო მილოცვაში შეუერთდნენ აშშ-ის ყოფილი ეჩლებიც.

იან კელიმ ჩიკაგოდან მიმართა ქართველ ხალხს, "სალამი ჩიკაგოდან! ყველაზე მეტად რაც საქართველოში მენატრება, არის ხალხი, თქვენი კულტურის სიამაყისა დამტკიცე დამოუკიდებლობის შესანიშნავი შეგრძნება.მეც ხალხი მენატრება, მენატრებიან ჩემი მეგობრები და მენატრება ხაჭაპური.გილოცავთ ახალ წელს! "- ამბობს აშშ-ის ყოფილი ელჩი მილოცვაში, რომელიც მან საკუთარ მეუღლესთან, ფრანჩესკა კელისთან ერთად ჩაწერა.