უკრაინის უმაღლესმა რადამ, სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას უფლებამოსილება შეუჩერა. Unian-ის ცნობით, გადაწყვეტილებას 234-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
დენისოვა ამ თანამდებობას 2018 წლის 15 მარტიდან იკავებდა. მანამდე ის იყო სოციალური პოლიტიკის მინისტრი იულია ტიმოშენკოს (2007-2010) და არსენი იაცენიუკის (2014) მთავრობებში.
2022 წლის 27 აპრილს ყოფილმა ბავშვთა ომბუდსმენმა მიკოლა კულებამ დენისოვა ოკუპანტებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, დენისოვამ ოკუპანტებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ სად იმალებოდა ხერსონში 58 ბავშვი და, სავარაუდოდ, ამის შემდეგ დამპყრობლებმა ისინი ყირიმში წაიყვანეს.