კელი დეგნანის დაწყებულ საახალწლო მილოცვას შეუერთდნენ აშშ-ის სხვა ელჩებიც, მათ შორის ჯონ ბასიც და მისი მეუღლე.
"გამარჯობა! მიხარია ჩვენი მეგობრების ნახვა საქართველოში. დღესასწაულებზე ძალიან გვენატრება საქართველო. რაც ყველაზე მეტად მენატრება დღესასწაულზე საქართველოში არის ჩემი ჩიჩილაკი. მე მენატრება სადღესასწაულო სუფრა ჩვენს მეგობრებთან ერთად. მენატრება ჩემი ქართული ენის გაკვეთილები.უნდა ვთქვა, რომ ყოველდღე მენატრება ლობიო და პური“, - თქვა ჯონ ბასმა.