ნედ პრაისი: როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს

ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ასევე ნედ პრასმა აღნიშნა, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის EU-ს მხრიდან კანდიდატის შესაძლო სტატუსის მინიჭების საკითხი მხოლოდ ამ სუბიექტებს ეხებათ და მათი გადასაწყვეტია.

„ეს საკითხი აღნიშნულ სამ ქვეყნასა და ევროკავშირს ეხება. თუმცა, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ ამბიციებს. ჩვენ ამ ქვეყნების გვერდით ვიდექით ამ გზაზე, მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე და განვაგრძობთ ამ გზაზე მათ გვერდით დგომას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.


ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა.