თურქეთი ქვეყანაში შესასვლელად „პისიარ“ ტესტებზე მოთხოვნას აუქმებს

თურქეთი ქვეყანაში შესასვლელად „პისიარ“ ტესტებზე მოთხოვნას აუქმებს, - თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

„პირველი ივნისიდან ქვეყანაში ნებისმიერი საგამშვებო პუნქტიდან შესვლისას არ იქნება საჭირო 72 საათით ადრე აღებული „პისიარ“ ტესტის და 48 საათით ადრე აღებული ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხების წარდგენა“, – ნათქვამია სამინიტროს განცხადებაში.

 ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.


ასევე წაიკითხეთ:

გერმანიაში გამარტივებული კოვიდრეგულაციებით შესვლას პირველი ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებიც შეძლებენ