მედია: რუსეთის ეკონომიკა სანქციების გავლენით შემცირებას განაგრძობს

რუსეთის მშპ მარტში 1.3%-ით, თებერვალში 4.1%-ით და იანვარში 5.6%-ით ზრდის შემდეგ, აპრილში წლიურ ჭრილში 3%-ით შემცირდა. ამის შესახებ რუსული მედია ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, ეს შედეგი „უპრეცედენტო სანქციების ზეწოლით“ აიხსნება, რამაც ტრანსპორტისა და ლოჯისტიკური შეზღუდვები, ასევე შიდა მოთხოვნის შემცირება გამოიწვია.


შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფინანსთა სამინისტრო შიდა შეფასებით, სანქციების გამო მშპ-ს 12%-ით შემცირებას პროგნოზირებს, რამაც შესაძლოა გაანადგუროს „ეკონომიკური ზრდის ათწლეული“. საერთაშორისო სავალუტო ფონდი წელს უკრაინის ეკონომიკის 35%-ით, ხოლო რუსეთის 8,5%-ით დაცემას პროგნოზირებს. რუსეთის ცენტრალურ ბანკს აქვს მოლოდინი, რომ 2022 წლის ბოლოსთვის რუსეთის მშპ 8-10%-ით შემცირდება.