Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას ტოვებს

Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა შერილ სენდბერგმა განაცხადა, რომ ის თანამდებობის დატოვებას შემოდგომაზე, 14 წლიანი მუშაობის შემდეგ გეგმავს.

„როდესაც 2008 წელს ამ საქმეს შევუდექი, იმედი მქონდა, რომ 5 წელი გავძლებდი. თოთხმეტი წლის შემდეგ, ვფიქრობ, დროა გადავფურცლო გვერდი და დავიწყო ახალი თავი ჩემს ცხოვრებაში. დარწმუნებული არ ვარ, რა მელის მომავალში, მაგრამ, როგორ გამოცდილებამ მასწავლა, ვერავინ გააკეთებს პროგნოზს რა იქნება მომავალში. მაგრამ ვიცი, რომ მომავალში მექნება სამუშაო ჩემს საქველმოქმედო ფონდში, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია“, - აცხადებს შერილ სენდბერგი.

ის მადლობას უხდის კოლეგებს, რომლებიც გამოირჩევიან საქმისადმი ერთგულებით. ასევე მადლიერია მარკ ცუკერბერგის, რომელმა მას ეს შანსი მისცა.

სენდბერგმა ასევე განაცხადა, რომ ის კომპანიის დირექტორთა საბჭოში დარჩება.


Facebook 2004 წელს დააარსა მარკ ცუკერბერგმა, თავის კოლეჯის მეგობრებსა და საინფორმაციო მეცნიერების სტუდენტებთან, ედუარდო სავერინსა, დასტინ მოსკოვიცსა და კრის ჰაგისისთან ერთად.