ტოკიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, „კოვიდ-19“-ის 1 300-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანა პანდემიის მესამე ტალღას ებრძვის.
იაპონიის პრემიერ-მინისტრი, იოშიჰიდე სუგა ქვეყნის მოსახლეობას ახალი წლის მშვიდად შეხვედრისკენ მოუწოდებს. ამასთან, იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა ქვეყნის მთავრობას საგანგებო მდგომარეობის დაწესების წინადადებით მიმართა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იაპონიაში ვირუსის 233 ათასზე მეტი შემთხევაა დადასტურებული, მათ შორის სამი ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
იაპონია კორონავირუსის ახალი შტამის გამო, საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას შეზღუდავს.