საქსტატის ცნობით, 2020 წლის ნოემბრის თვეში საფინანსო საქმიანობის სექტორში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, ფინანსურ სექტორში ზრდის გამომწვევი მიზეზი კომერციული ბანკების პროცენტული შემოსავლის ზრდა გახდა, რაც გარკვეულწილად დაკავშირებული იყო ფიზიკურ პირებზე გაცემული გრძელვადიანი სესხების მოცულობის ზრდასთან.
„ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა განაპირობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის მატებამ, ხოლო, რაც შეეხება, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორს, ზრდის ტენდენციები, ძირითადად, დაკავშირებული იყო ნარჩენების შეგროვების, დამუშავებისა და უტილიზაციის საქმიანობებთან,“- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.