მოლდოვამ ევროკავშირის პარტნიორებთან ლეტალური იარაღის მიწოდებაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ ტელეკომპანია Moldova 1-ის ეთერში განაცხადა.
- დიდი ბრიტანეთი მოლდოვაში თანამედროვე შეიარაღების გაგზავნის საკითხს მოკავშირეებთან განიხილავს
- მოლდოვის პრეზიდენტი დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანას ითხოვს
მისი თქმით, მოლდოვამ ევროპელ პარტნიორს, საზღვრების გასაძლიერებლად იარაღის მიწოდების თხოვნით მიმართა.
„ბუნებრივია, ჩვენ ასევე განვიხილავთ სხვა სახის მხარდაჭერას ევროკავშირის ქვეყნებთან. ჯერჯერობით ეს არის წინასწარი განხილვები. ჩვენ ვწყვეტთ, გვჭირდება თუ არა ლეტალური იარაღი", - განაცხადა გავრილიცამ.
შეგახსენებთ, ადრე მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები ოკუპირებული დნესტრისპირეთიდან, რადგან მისი სამხედრო ყოფნა კიშინიოვის ნეიტრალიტეტს არღვევს.