ბორის ჯონსონის მამა ევროკავშირთან კავშირების შენარჩუნების მიზნით, საფრანგეთის მოქალაქეობას ითხოვს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მამა საფრანგეთის პასპორტს ითხოვს, Brexit– ის შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით.

სტენლი ჯონსონმა, ყოფილმა ევროპარლამენტარმა, რომელმაც ხმა მისცა ბრიტანეთის დარჩენას ევროკავშირში, RTL რადიოს განუცხადა, რომ სურს გახდეს საფრანგეთის მოქალაქე საფრანგეთთან ოჯახური კავშირის გამო.

„მე ყოველთვის ევროპელი ვიქნები, ამაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ. ინგლისელებს ვერ გეტყვით: თქვენ არ ხართ ევროპელები. კავშირი ევროკავშირთან მნიშვნელოვანია ”, - აღნიშნა სტენლი ჯონსონმა.

ბორის ჯონსონმა Brexit-ის შეთანხმებას ხელი მოაწერა.