სასტუმროების ქსელი Marriott-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს

სასტუმროების საერთაშორისო ქსელი Marriott International რუსეთში მუშაობას აჩერებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები შეუძლებელს ხდის ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელებას.

მარტის დასაწყისში Marriott-მა უკვე გამოაცხადა, რომ უკრაინაში ომის გამო, ის ხურავს თავის კორპორატიულ ოფისს მოსკოვში და აჩერებს ინვესტიციებს და აღარ გახსნის ახალ სასტუმროებს რუსეთში. ამასთან, კომპანიაში აღნიშნეს, რომ კვლავ ორიენტირებული არიან რუსეთში თანამშრომლებზე ზრუნვაზე.

იელის მენეჯმენტის სკოლის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 1000-მდე უცხოურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ დატოვებს რუსეთს ან ქვეყანაში საქმიანობას შეზღუდავს.