სვეტიცხოვლის ტაძარში ერეკლე მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი და მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი მიმდინარეობს.
როგორც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ერეკლე მეორის შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა ძალიან დიდი გულისწყრომა გამოიწვია.
"დროდადრო, ყველაზე უფრო სენსიტიურ თემებზე გაკეთებული მოუფრთხილებელი განცხადებები იწვევს საზოგადოებაში დაპირისპირებას, ადამიანების წყენას. საჭიროა ერთსულოვნება იყოს და ლოცვით გადავლახოთ უკმაყოფილება. იცით, რომ ერეკლე მეორის შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა ძალიან დიდი გულისწყრომა გამოიწვია ბევრ ადამიანში",-აღნიშნავს ჯაღმაიძე.
ასევე წაიკითხეთ:
საპატრიარქო ერეკლე II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდის შესახებ ახალ განცხადებას აქვეყნებს