ყაზახეთში საკონსტიტუციო რეფორმების საკითხზე რეფერენდუმი ტარდება. პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ინიცირებული ცვლილებები მმართველობის ახალ მოდელს ითვალისწინებს. რეგისტრაცია 11,7 მილიონმა ადამიანმა გაიარა. ეს უკვე მეორე საკონსტიტუციო ცვლილებაა, რომელსაც ყაზახეთში უყრიან კენჭს.
მოქმედი კონსტიტუციის მესამედი, რომელიც სახალხო კენჭისყრით 1995 წლის 30 აგვისტოს მიიღეს, შეიცვლება, თუ მას ყაზახები დაეთანხმებიან.
თოყაევის მიერ 16 მარტს წამოწყებული რეფორმა ქვეყანაში მმართველობის ახალი მოდელის შემოღებას და ახალი ეპოქის დაწყებას ითვალისწინებს, რომელიც „ახალი ყაზახეთის“ სახელით არის ცნობილი.
თოყაევის განცხადებით, ქვეყანა „მმართველობის სუპერ-საპრეზიდენტო ფორმიდან ძლიერი პარლამენტის მქონე საპრეზიდენტო რესპუბლიკის" ფორმაზე გადავა.
ცვლილებები ქვეყნის პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობას აუკრძალავს.