ვამაყობ ყველათი, ვინც გავიცანი, ვისაც ხელი ჩამოვართვი, ვისაც ვეკონტაქტები, ვისაც მხარი დავუჭირე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ბევრი სამუშაო იყო, გაუთავებელი დღეები. ვიმყოფებოდი ზაპოროჟიეში, ზაპოროჟიის რეგიონში. მხარი დაუჭირე ჩვენს სამხედროებს და დავაჯილდოვე საუკეთესოები. მოვისმინე მოხსენება. პოზიციებზე ვიყავით. შევხვდი სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ადგილობრივი პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას, დროებით ოკუპირებული ქალაქების რამდენიმე მერს. ასევე, შევხვდი მარიუპოლის მცხოვრებლებს, რომლებმაც მოახერხეს ქალაქის დატოვება ცოცხლად და ბავშვებთან ერთად. აქ მათ დახვდათ ადამიანური და თბილი გარემო. პირობები ვნახე – დროებითი, მაგრამ არა ცუდი. გავიგე მათი რთული კითხვები. ვფიქრობ, ჩვენ გადავწყვეტთ. თითოეულ ოჯახს აქვს თავისი ისტორია. უმეტესობა მამაკაცის გარეშე იყო. ვიღაცის ქმარი წავიდა ომში, ვიღაც ტყვეობაშია, ვიღაც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. უბრალოდ ტრაგედია. არც სახლი, არც საყვარელი ადამიანი. მაგრამ საჭიროა ბავშვებისთვის ცხოვრება. ნამდვილი გმირები ჩვენ შორის არიან. ამის შემდეგ ოფისის უფროსთან ერთად აღმოსავლეთით გავემგზავრეთ. ვიყავით ლისიჩანსკში და სოლედარში. ვამაყობ ყველათი, ვინც გავიცანი, ვისაც ხელი ჩამოვართვი, ვისაც ვეკონტაქტები, ვისაც მხარი დავუჭირე. რაღაც მოვიტანეთ მათგან. ეს მნიშვნელოვანია. ნდობა მოიტანა და ძალა. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას. მათ მშობლებს დიდება. ჩვენ ყველას – გამარჯვება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.